Eiforia's Blog

September 27, 2011

ოცნება ცხოვრებაზე

მზის შუქის მცხუნვარებამ გამაღვიძა ფანჯრიდან შემოსულმა, ფანჯარა ანუ ის ჩარჩო, რაც მისგან დარჩა. მუცელში ტკივილი და წვა ვიგრძენი, ისევ მშია, ოთახში კი მარტო ვარ.

მე აბუ მქვია, ჩემი სრული სახელი სიკეთეს, კეთილშობილებას ნიშნავს, არ ვიცი  რამდენად კეთილი ვარ, ზოგჯერ ვჩუქნი ხოლმე ველში დაკრეფილ ყვავილებს ქალს, რომელსაც დედას ვეძახი, თუმცა ეს ძალიან იშვიათად ხდება, იმიტომ რომ სულ მშია და ხშირად მარტო ვარ.

ახლაც ჰორიზონტს ვუყურებ, საჭმლის მოლოდინში, რომელიც დედას მოაქავს ხოლმე თეთრი ადამიანებისგან.

აბი შემოვიდა, ცრემლიანი თვალებით, ვიცი რომ მასაც შია. ორივე ჩუმად ველოდებით მთელი დღეები საკვებს და აბეზარ მწერებს ვიგერიებთ.

ჩვენი სახლი სადაც დგას, არც ისე ცუდი ადგილია, აქ იმდენად არ ცხელა, წყალიც არც თუ ისე შორსაა. არ ვიცი რა ქვია ამ ადგილს, მგონი არც დედამ იცის, იმიტომ რომ ჩვენს გარდა აქ არავის უცხოვრია.

ღამის ფიქრები

მე მიყვარს ვარსკვლავები და მთვარე, ღამე, გრილა და ბევრს ვფიქრობ.

ცას ხშირად ვუყურებ, სანამ დამეძინება. მთავარია არ მშიოდეს, თორემ როცა მშია ვერც ცას ვუყურებ და ვერც ვარსკვლავებს ვითვლი, ალბათ იცით რა არის შიმშილი..

ახლა ამ გრძნობისგან თავისუფალი ვარ და მშვიდად ვუყურებ ლამაზ ცას. ასეთ დროს ის თეთრი ადამიანები მახსენდებიან, აქ რომ ადრე იყნენ ჩამოსულები. რა სხვანაირები და ლამაზები იყვნენ..

მას მერე მომინდა მესწავლა კითხვა, რაც მათ დატოვებული ფერადი წიგნი გადავშალე. საოცრად ლამაზი სურათებით, სადაც თვალუწვდენელი წყალი ჩანს.

ასე მგონია, კითხვას თუ ვისწავლი, ზღვასაც ვნახავ, მე ხომ არც თუ ისე პატარა, 13 წლის ბიჭი ვარ. მაგრამ არ ვიცი, ეს ყველაფერი როგორ მოვახერხო? აქ ხომ მარტო დედა მე და აბი ვართ.

კიდევ, ძალიან მინდა სხვა ადამიანების ნახვა, რომლებიც ალბათ ბევრნი არიან და იმ თეთრი ადამიანების მსგავსად, ოთხბორბლიანი მანქანები ყავთ, რომლებშიც ლამაზი გოგონები სხედან.

აბის არ აინტერესებს, აბი ჩემი დაა, მაგრამ არასდროს გადაუშლია ეს წიგნი, ახლაც ჩუმად ზის კუთხეში და არც ცას უყურებს.

ვფიქრობ რას იზამს აბი მარტო, როცა დედა საჭმელზე იქნება წასული და ვტირი, მერე ისევ ვჩერდები რადგან ჩემი სურვილი ძალიან დიდია ზღვის ნახვის. აბიზე ფიქრს ისევ ლამაზყდიანი წიგნი მავიწყებს.

ამ ფიქრებში მათენდება, ისევ მზე აცხუნებს, მშია.. მე და აბი ისევ გზას ვუყურებთ.

 გაბედული ნაბიჯი

როგორც იქნა გადავდგი ეს ნაბიჯი, ახლა ოთხბორბლიან მანქანაში ვზივარ, ლამაზ თეთრ ადამიანებთან ერთად და ნელ-ნელა ვშორდები ჩემს სახლს.

თვალწინ აბი მიდგას, ცხელ ქარში მოტანტალე, ფეხშიშველი და გამურული. და დედა, ზურგზე ტვირთმოგდებული, სევდიანი თვალებით უხმოდ მიყურებს, და მე ისევ ვტირი, როგორც ცხადში ღია ცის ქვეშ.

თუმცა მალევე ვიღიმი, რადგან ზღვას ვხედავ, ზღვაზე კი არეკლილ ლამაზ სხივებს, ნაპირზე ბევრ თეთრ ადამიანს.

ცივა, არასოდეს მციებია აქამდე, უცნაური მოსასხამი მომაცვეს და გავთბი.

დაბნეული ვიყურები ირგვლივ, ვერაფერს შევადარებ ამ გრძნობას, სიამოვნებისგან ფეხებიც კი დამიბუჟდა. ვარსკვლავების ყურებისგანაც განსხვავდება ეს ყველაფერი. მინდა ვიყვირო, ყველას გავაგებინო რასაც ვგრძნობ, ალბათ ეს სიხარულია.

თეთრი ადამიანები ამბობენ “ნორვეგია”, “ნორვეგია”. ალბათ ამ ადგილს ქვია ასე, ლამაზი სახელია, ნეტა ჩემი სახელივით თუ ნიშნავს რამეს?

დამბურძგლა, ვგრძნობ რომ კითხვასაც მალე ვისწავლი..

აღარც მშია და ბედნიერი ვარ..

რაღაცა მაწყვეტინებს ამ ყველაფერს, სადღაც მტკივა!

-აბუ!

მაღვიძებს ხმა, თვალებს ძლივს ვახელ, ბუნდოვნად ვხედავ დედას, რომელიც ჩამძახის და წყალს მასხამს. ვერ ვდგები შიმშილისგან დაოსებული და თავი გასიებული მაქვს… აბი საჭმელს მაწვდის და უხმოდ მიღიმის. ლუკმა გადავყლაპე, ნელ-ნელა სილამაზე გაქრა, აღარ არის ზღვა, არც თეთრი ადამიანები არიან ირგვლივ და მე ისევ თვალები ცრემლით მევსება…. ჩამესმის “ნორვეგია”.

infinity

Filed under: ნაწერები — ืნინია @ 15:13


ჩემი ცნობიერება 5-6 წლის ასაკიდან იწყება,როცა სოფლის აღმართი ჩამოვიარეთ და ქალიქისკენ მიმავალ გზას დავადექით.ასე მახსოვს ჩემს  ნამდვილ სახლში ჯერ კიდევ არ ვიყავი ნამყოფი,მე და ჩემი და სოფელში ვიზრდებოდით სკოლაში შესვლამდე.მახსოვს როგორ ვტიროდი  იქიდან წამოსვლისას,ვერ ველეოდი იქაურობას,სულაც არ მინდოდა ახალი სახლი.არადა იმ წელს სკოლაში შემიყვანეს..მახსოვს როგორ  შემეშინდა მე7 სართულიდან გადმოხედვისას,კინაღამ სული გავაპე.

სკოლაში მაგარი დაზმანული წამიყვანეს,საერთოდაც ყოველთვის მაგრად მეცვა,საკაიფო შმოტკებით დავდიოდი.არ მიტირია სკოლაში,არადა  ირგვლივ ყველა ბღაოდა,ვერც მაშინ ვხვდებოდი რა აბღავლებდათ და ვერც მერე მივხვდი.ყოველი შაბათ-კვირა კი ჩემი და ჩემი დის ტირილით  თენდებოდა,სოფელში გვინდოდა დაბრუნება.ცოტა გაგვიჭირდა ახალ გარემოსთან შეგუება,მერე და მერე კი სოფელი აღარც გვახსოვდა რაც  სკოლაში და უბანში ფეხი მოვიკიდეთ.

ალბათ ძალიან მგრძნობიარე ბავშვი ვიყავი ყველა ასპექტში.კარგად მახსოვს ძალიან ადრეულ ასაკში დავიწყბე ფიქრი ბიჭებზე და ფიქრი  სიკვდილზე,სიკვდილის შემგდგომ ბუნდოვან მდგომარეობაზე..რატომღაც პატარას მეგონა ადამიანები ხელახლა იბადებოდნენ.ფანტაზიაც  ადრიდანვე განვითარდა ჩემს ორგანიზმში.ყოველთვის მომწონდა აკრძალული და ვცდილობდი ყველაფერი გამეგო,მაინტერესებდა რატომ  მიკრძალავდნენ რაღაც ფილმების ყურებას.. (more…)

September 16, 2011

“ჰარმონიული გარყვნილება”

გარყვნილება ფასდება იმდენი კრიტერიუმით, რამდენი ადამიანიც არსებობს დედამიწის ზურგზე.

გარყვნილება სნეულებაა? ზოგი ადამიანისთვის კი.

რამდენად არის აღვირახსნილი სექსუალური ცხოვრება სნეულება?

ზოგადად, არის თუ არა ეს ცუდი? თუ ეს უბრალოდ ადამიანის თავისუფალი ნებაა? ან სად გადის ზღვარი ამ ორს შორის?

გარყვნილი, აღვირახსნილი ადამიანები ჩვენს ისტორიას კარგად ახსოვს.

ვიცით გარყვნილების  “კორიფეები” , რომელთა ცხოვრებაც აღვირახსნილი ცხოვრების წესით გამოირჩეოდა.

  • 15 საუკუნის კორიფე, ანტიპაპების სიაში შესული( პაპობაში იოანე XXIII), ყოფილი მეკობრე , ბალთაზარ კოსა.სექსუალური კავშირი : ნათესავებთან, შვილთან, შვილისშვილთან, ბერებთან, მონაზვნებთან, რომელთა რიცხვიც  ასეულებს აღწევს. მას ასევე ბრალად ედებოდა, ასეულობით ქმრიან ქალთან კავშირი, ასევე ასეულობით   “ქალწულების”  გახრწნა, ჰქონდა ურთიერთობა ორივე სქესის ადამიანებთან, ასაკის და განურჩევლად.
  • მარკიზ დე სადი(დონატიე ალფონს ფრანსუა დე სადი 1740-1814).ცნობილი ძალმომრეობით, ძალადობით. სხვისთვის ტკივილის მიყენებით მიღებული  სიამოვნება, მისი სავიზიტო ბარათი. მასობრივი ორგიების თავკაცი, ზემოთ ხსენებული თვისებების მქონე და თითქმის იგივე ცხოვრების წესი რაც კოსას ქონდა.
  • მეორე მხარე, აღსანიშნავია  ლეოპოლდ ფონ ზახერ-მაზოხი (ავტ. “ვენერა ბეწვის ქურქში”).მაზოხიზმი : ძალადობით, შეურაცხყოფით, დამცირებით, ცემით მიღებული სიამოვნება. ბოლო ორი ადამიანის   ტანდემისგან მოდის ტერმინი სადომაზოხიზმი.

ზოგადად წარმოდგენა შეგვექმნა, თუ როგორი ადამიანები არიან მსოფლიო  ხალხებისთვის გარყვნილები, აღვირასხნილები.

მინდა ხაზი გავუსვა, რომ საუბარია მხოლოდ სექსუალურ ასპექტზე, ამიტომაც ზემოთ ხსენებულების სხვა ნაკლოვანებები არ დამიწერია.

დავუბრუნდეთ ჩვენს დროს, როგორები ვართ ჩვენ, უბრალო ადამიანები, ამ დროში როდესაც არც BDSM გვიკვირს, არც ინცესტი, არც ორგიები, არც პორნოგრაფია, არც სვინგერობა და არც არატრადიციული ორიენტაცია. ძალიან მარტივია ყველაფერი ადამიანის თავისუფალ ნებას დააბრალო, საწყისის გაგება კი მეტად რთული.

ხალხი ჭრელია კი, ზოგისთვის ცოლ-ქმარს შორის ხშირი სექსიც გარყნილებაა, გაუფორმებელი ქორწინების გარეშე სექსი კი უარესი.

ზოგისთვის  ორალური სექსი წარმოუდგენელია, ზოგმა არც იცის კუნილინგუსი რა არის.

ზოგისთვის ღალატია გარყვნილება, საყვარლების ყოლა.

ზოგისთვის პორნოგრაფიის ყურება, მასტურბაცია.

მგონი გარყნილება იქ მოდის, სადაც გრძნობ რომ “ზედმეტი მოგივიდა”, მთავარი შეგრძნებაა, თორემ ლესბოსელს, რომელსაც თავისი ორიენტაცია არ აწუხებს, ვერ დასდებ ბრალს აღვირახსნილობაში. ის ხომ არავის უშავებს რამეს?

თუ დაიწყებ იმაზე ფიქრს, რომ გარყვნილი ხარ, უკვე გარყვნილი ხარ :)

ჩემი  კრიტერიუმებით ზომიერად გარყვნილებაც არსებობს და “ჩათლახურიც” . :)

+ ყველაზე დიდი გარყვნილება, საკუთარი აღვირახსნილობით სხვისი შეწუხებაა.

როდესაც ორივე მხარე, ან მეტი კი ერთ აზრზე მაშინ შეიძლება “გარყვნილების ჰარმონიაც” წარმოიშვას :) ან “ჰარმონიული გარყვნილება” როგორც გინდათ :)

რჩევა :ბევრი დრო არ დაკარგოთ მაინც საკუთარ თვითშეფასებაზე ფიქრში, ან თუ დაიწყებთ შუა გზაში არ მიატოვოთ და ჩამოყალიბდით :)

September 8, 2011

თეთრი და შავი (შიშველი რეალობა)

Filed under: ნაწერები — ืნინია @ 15:13

არც ფსიქოლოგიური ტესტია.
არც გათამაშებული სცენა.
ოთხი კედლის სიძველე, რეალობის შეგრძნებას ამძაფრებს.
სიგარეტის ბოლი, დახურული ფანჯრები, შეჩვეული სუნთქვა.
ორი სილუეტი, მონოტონური ფეხის მოძრაობა,ძველი იატაკის
ჭრიალი.

კედები და „ქუსლოჩკები“.
პომადიანი და უპომადო ტუჩები.
წითელი და შავი ფრჩხილის ლაქი.
„სობრანიე“ და „ვინსტონი“, ლაითი.
გრძელი ქერა თმები და მოკლე შავი თმა.
თვალები – ერთნაირი, მიბნედილი და უმისამართო, დაღლილიც.
ერთი დაჟინებული მზერა.
არაფრის მთქმელი სიჩუმე, ფეხის მონოტონური მოძრაობა, ძველი
იატაკის ჭრიალი, ნერვები!

–- –——————————————————————————-

არ დაიღალე?
მიჩვეული ვარ.
ნუთუ არასოდეს გიფიქრია, რას ფიქრობენ „ესენი“ შენზე?
შენ რომ ფიქრობ კარგად ხარ?
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––—
არა, არ ხარ კარგად, მაგრამ „ამათ“ თვალში კარგი ქალი ხარ და
ეს არის მთელი შენი „ბედნიერება“.
და შენ ბედნიერი ხარ? (ღიმილი)
მე არ ვთამაშობ!
მე ბოზს მაინც არ მეძახიან.
მე არ ვარ ბოზი.
„ამათ“ თვალში ხარ! არ გაფიქრებს ეგ?
არა, არ ვფიქრობ. არა.. გატყუებ, თან მაგრად. ვფიქრობ და მაგ
დროს ცხვირის ნესტოები მეწვება ხოლმე…

–—————————————————————————-

ფეხების ბაკუნი.

რამდენი გყოლია?
ბევრი.
მაინც?
23. შენ?
მე 3… მგონი მართლა ბოზი ხარ. ყველა გახსოვს? სახეზე,
შეგრძნებები, სახელები, გვარები, სქესი ?
– არა, სახელები და გვარები ცუდად მახსოვს, სახეზე თითქმის
ყველას ვიცნობ. შეგრძნებები ერთი და იგივეა… სქესი? რა
მნიშვნელობა აქვს..
– როგორ შეგიძლია ასე მშვიდად ამაზე საუბარი?
– ტვინს რატომ მიტყნავ?

——————————————————————————-

პაუზა, სიჩუმე, ფეხების ბაკუნი, ძველი იატაკის ჭრიალი,
დაჟინებული მზერა.

– შენ რატომ გყავს საყვარელი?
– მე ქმარი არასდროს მყვარებია.
– ხომ ღალატობ? ატყუებ.. ოჯახი ფული არ არის. მგონი შენ
უფრო ხარ ბოზი. როგორ შეგიძლია კარგი ცოლის როლის
თამაში, ამ დროს ამასთან ჟიმაობა
– ტვინს რატომ მიტყნავ?

ფეხების ბაკუნი, დაჟინებული მზერა.

– მე სია მაინც არ მაქვს.. არც ყველასთან ვწვები, დარჩა ვინმე
ვისთანაც არაფერი გქონია?!
და.. გიყვარს ვინმე?
– კი, შენ!

სიჩუმე, ფეხების ბაკუნი, ძველი იატაკის ჭრიალი, დაჟინებული
მზერა.

Theme: Rubric. Blog at WordPress.com.

Follow

Get every new post delivered to your Inbox.