Eiforia's Blog

September 27, 2011

ოცნება ცხოვრებაზე

მზის შუქის მცხუნვარებამ გამაღვიძა ფანჯრიდან შემოსულმა, ფანჯარა ანუ ის ჩარჩო, რაც მისგან დარჩა. მუცელში ტკივილი და წვა ვიგრძენი, ისევ მშია, ოთახში კი მარტო ვარ.

მე აბუ მქვია, ჩემი სრული სახელი სიკეთეს, კეთილშობილებას ნიშნავს, არ ვიცი  რამდენად კეთილი ვარ, ზოგჯერ ვჩუქნი ხოლმე ველში დაკრეფილ ყვავილებს ქალს, რომელსაც დედას ვეძახი, თუმცა ეს ძალიან იშვიათად ხდება, იმიტომ რომ სულ მშია და ხშირად მარტო ვარ.

ახლაც ჰორიზონტს ვუყურებ, საჭმლის მოლოდინში, რომელიც დედას მოაქავს ხოლმე თეთრი ადამიანებისგან.

აბი შემოვიდა, ცრემლიანი თვალებით, ვიცი რომ მასაც შია. ორივე ჩუმად ველოდებით მთელი დღეები საკვებს და აბეზარ მწერებს ვიგერიებთ.

ჩვენი სახლი სადაც დგას, არც ისე ცუდი ადგილია, აქ იმდენად არ ცხელა, წყალიც არც თუ ისე შორსაა. არ ვიცი რა ქვია ამ ადგილს, მგონი არც დედამ იცის, იმიტომ რომ ჩვენს გარდა აქ არავის უცხოვრია.

ღამის ფიქრები

მე მიყვარს ვარსკვლავები და მთვარე, ღამე, გრილა და ბევრს ვფიქრობ.

ცას ხშირად ვუყურებ, სანამ დამეძინება. მთავარია არ მშიოდეს, თორემ როცა მშია ვერც ცას ვუყურებ და ვერც ვარსკვლავებს ვითვლი, ალბათ იცით რა არის შიმშილი..

ახლა ამ გრძნობისგან თავისუფალი ვარ და მშვიდად ვუყურებ ლამაზ ცას. ასეთ დროს ის თეთრი ადამიანები მახსენდებიან, აქ რომ ადრე იყნენ ჩამოსულები. რა სხვანაირები და ლამაზები იყვნენ..

მას მერე მომინდა მესწავლა კითხვა, რაც მათ დატოვებული ფერადი წიგნი გადავშალე. საოცრად ლამაზი სურათებით, სადაც თვალუწვდენელი წყალი ჩანს.

ასე მგონია, კითხვას თუ ვისწავლი, ზღვასაც ვნახავ, მე ხომ არც თუ ისე პატარა, 13 წლის ბიჭი ვარ. მაგრამ არ ვიცი, ეს ყველაფერი როგორ მოვახერხო? აქ ხომ მარტო დედა მე და აბი ვართ.

კიდევ, ძალიან მინდა სხვა ადამიანების ნახვა, რომლებიც ალბათ ბევრნი არიან და იმ თეთრი ადამიანების მსგავსად, ოთხბორბლიანი მანქანები ყავთ, რომლებშიც ლამაზი გოგონები სხედან.

აბის არ აინტერესებს, აბი ჩემი დაა, მაგრამ არასდროს გადაუშლია ეს წიგნი, ახლაც ჩუმად ზის კუთხეში და არც ცას უყურებს.

ვფიქრობ რას იზამს აბი მარტო, როცა დედა საჭმელზე იქნება წასული და ვტირი, მერე ისევ ვჩერდები რადგან ჩემი სურვილი ძალიან დიდია ზღვის ნახვის. აბიზე ფიქრს ისევ ლამაზყდიანი წიგნი მავიწყებს.

ამ ფიქრებში მათენდება, ისევ მზე აცხუნებს, მშია.. მე და აბი ისევ გზას ვუყურებთ.

 გაბედული ნაბიჯი

როგორც იქნა გადავდგი ეს ნაბიჯი, ახლა ოთხბორბლიან მანქანაში ვზივარ, ლამაზ თეთრ ადამიანებთან ერთად და ნელ-ნელა ვშორდები ჩემს სახლს.

თვალწინ აბი მიდგას, ცხელ ქარში მოტანტალე, ფეხშიშველი და გამურული. და დედა, ზურგზე ტვირთმოგდებული, სევდიანი თვალებით უხმოდ მიყურებს, და მე ისევ ვტირი, როგორც ცხადში ღია ცის ქვეშ.

თუმცა მალევე ვიღიმი, რადგან ზღვას ვხედავ, ზღვაზე კი არეკლილ ლამაზ სხივებს, ნაპირზე ბევრ თეთრ ადამიანს.

ცივა, არასოდეს მციებია აქამდე, უცნაური მოსასხამი მომაცვეს და გავთბი.

დაბნეული ვიყურები ირგვლივ, ვერაფერს შევადარებ ამ გრძნობას, სიამოვნებისგან ფეხებიც კი დამიბუჟდა. ვარსკვლავების ყურებისგანაც განსხვავდება ეს ყველაფერი. მინდა ვიყვირო, ყველას გავაგებინო რასაც ვგრძნობ, ალბათ ეს სიხარულია.

თეთრი ადამიანები ამბობენ “ნორვეგია”, “ნორვეგია”. ალბათ ამ ადგილს ქვია ასე, ლამაზი სახელია, ნეტა ჩემი სახელივით თუ ნიშნავს რამეს?

დამბურძგლა, ვგრძნობ რომ კითხვასაც მალე ვისწავლი..

აღარც მშია და ბედნიერი ვარ..

რაღაცა მაწყვეტინებს ამ ყველაფერს, სადღაც მტკივა!

-აბუ!

მაღვიძებს ხმა, თვალებს ძლივს ვახელ, ბუნდოვნად ვხედავ დედას, რომელიც ჩამძახის და წყალს მასხამს. ვერ ვდგები შიმშილისგან დაოსებული და თავი გასიებული მაქვს… აბი საჭმელს მაწვდის და უხმოდ მიღიმის. ლუკმა გადავყლაპე, ნელ-ნელა სილამაზე გაქრა, აღარ არის ზღვა, არც თეთრი ადამიანები არიან ირგვლივ და მე ისევ თვალები ცრემლით მევსება…. ჩამესმის “ნორვეგია”.

infinity

Filed under: ნაწერები — ืნინია @ 15:13


ჩემი ცნობიერება 5-6 წლის ასაკიდან იწყება,როცა სოფლის აღმართი ჩამოვიარეთ და ქალიქისკენ მიმავალ გზას დავადექით.ასე მახსოვს ჩემს  ნამდვილ სახლში ჯერ კიდევ არ ვიყავი ნამყოფი,მე და ჩემი და სოფელში ვიზრდებოდით სკოლაში შესვლამდე.მახსოვს როგორ ვტიროდი  იქიდან წამოსვლისას,ვერ ველეოდი იქაურობას,სულაც არ მინდოდა ახალი სახლი.არადა იმ წელს სკოლაში შემიყვანეს..მახსოვს როგორ  შემეშინდა მე7 სართულიდან გადმოხედვისას,კინაღამ სული გავაპე.

სკოლაში მაგარი დაზმანული წამიყვანეს,საერთოდაც ყოველთვის მაგრად მეცვა,საკაიფო შმოტკებით დავდიოდი.არ მიტირია სკოლაში,არადა  ირგვლივ ყველა ბღაოდა,ვერც მაშინ ვხვდებოდი რა აბღავლებდათ და ვერც მერე მივხვდი.ყოველი შაბათ-კვირა კი ჩემი და ჩემი დის ტირილით  თენდებოდა,სოფელში გვინდოდა დაბრუნება.ცოტა გაგვიჭირდა ახალ გარემოსთან შეგუება,მერე და მერე კი სოფელი აღარც გვახსოვდა რაც  სკოლაში და უბანში ფეხი მოვიკიდეთ.

ალბათ ძალიან მგრძნობიარე ბავშვი ვიყავი ყველა ასპექტში.კარგად მახსოვს ძალიან ადრეულ ასაკში დავიწყბე ფიქრი ბიჭებზე და ფიქრი  სიკვდილზე,სიკვდილის შემგდგომ ბუნდოვან მდგომარეობაზე..რატომღაც პატარას მეგონა ადამიანები ხელახლა იბადებოდნენ.ფანტაზიაც  ადრიდანვე განვითარდა ჩემს ორგანიზმში.ყოველთვის მომწონდა აკრძალული და ვცდილობდი ყველაფერი გამეგო,მაინტერესებდა რატომ  მიკრძალავდნენ რაღაც ფილმების ყურებას.. (more…)

September 16, 2011

“ჰარმონიული გარყვნილება”

გარყვნილება ფასდება იმდენი კრიტერიუმით, რამდენი ადამიანიც არსებობს დედამიწის ზურგზე.

გარყვნილება სნეულებაა? ზოგი ადამიანისთვის კი.

რამდენად არის აღვირახსნილი სექსუალური ცხოვრება სნეულება?

ზოგადად, არის თუ არა ეს ცუდი? თუ ეს უბრალოდ ადამიანის თავისუფალი ნებაა? ან სად გადის ზღვარი ამ ორს შორის?

გარყვნილი, აღვირახსნილი ადამიანები ჩვენს ისტორიას კარგად ახსოვს.

ვიცით გარყვნილების  “კორიფეები” , რომელთა ცხოვრებაც აღვირახსნილი ცხოვრების წესით გამოირჩეოდა.

  • 15 საუკუნის კორიფე, ანტიპაპების სიაში შესული( პაპობაში იოანე XXIII), ყოფილი მეკობრე , ბალთაზარ კოსა.სექსუალური კავშირი : ნათესავებთან, შვილთან, შვილისშვილთან, ბერებთან, მონაზვნებთან, რომელთა რიცხვიც  ასეულებს აღწევს. მას ასევე ბრალად ედებოდა, ასეულობით ქმრიან ქალთან კავშირი, ასევე ასეულობით   “ქალწულების”  გახრწნა, ჰქონდა ურთიერთობა ორივე სქესის ადამიანებთან, ასაკის და განურჩევლად.
  • მარკიზ დე სადი(დონატიე ალფონს ფრანსუა დე სადი 1740-1814).ცნობილი ძალმომრეობით, ძალადობით. სხვისთვის ტკივილის მიყენებით მიღებული  სიამოვნება, მისი სავიზიტო ბარათი. მასობრივი ორგიების თავკაცი, ზემოთ ხსენებული თვისებების მქონე და თითქმის იგივე ცხოვრების წესი რაც კოსას ქონდა.
  • მეორე მხარე, აღსანიშნავია  ლეოპოლდ ფონ ზახერ-მაზოხი (ავტ. “ვენერა ბეწვის ქურქში”).მაზოხიზმი : ძალადობით, შეურაცხყოფით, დამცირებით, ცემით მიღებული სიამოვნება. ბოლო ორი ადამიანის   ტანდემისგან მოდის ტერმინი სადომაზოხიზმი.

ზოგადად წარმოდგენა შეგვექმნა, თუ როგორი ადამიანები არიან მსოფლიო  ხალხებისთვის გარყვნილები, აღვირასხნილები.

მინდა ხაზი გავუსვა, რომ საუბარია მხოლოდ სექსუალურ ასპექტზე, ამიტომაც ზემოთ ხსენებულების სხვა ნაკლოვანებები არ დამიწერია.

დავუბრუნდეთ ჩვენს დროს, როგორები ვართ ჩვენ, უბრალო ადამიანები, ამ დროში როდესაც არც BDSM გვიკვირს, არც ინცესტი, არც ორგიები, არც პორნოგრაფია, არც სვინგერობა და არც არატრადიციული ორიენტაცია. ძალიან მარტივია ყველაფერი ადამიანის თავისუფალ ნებას დააბრალო, საწყისის გაგება კი მეტად რთული.

ხალხი ჭრელია კი, ზოგისთვის ცოლ-ქმარს შორის ხშირი სექსიც გარყნილებაა, გაუფორმებელი ქორწინების გარეშე სექსი კი უარესი.

ზოგისთვის  ორალური სექსი წარმოუდგენელია, ზოგმა არც იცის კუნილინგუსი რა არის.

ზოგისთვის ღალატია გარყვნილება, საყვარლების ყოლა.

ზოგისთვის პორნოგრაფიის ყურება, მასტურბაცია.

მგონი გარყნილება იქ მოდის, სადაც გრძნობ რომ “ზედმეტი მოგივიდა”, მთავარი შეგრძნებაა, თორემ ლესბოსელს, რომელსაც თავისი ორიენტაცია არ აწუხებს, ვერ დასდებ ბრალს აღვირახსნილობაში. ის ხომ არავის უშავებს რამეს?

თუ დაიწყებ იმაზე ფიქრს, რომ გარყვნილი ხარ, უკვე გარყვნილი ხარ :)

ჩემი  კრიტერიუმებით ზომიერად გარყვნილებაც არსებობს და “ჩათლახურიც” . :)

+ ყველაზე დიდი გარყვნილება, საკუთარი აღვირახსნილობით სხვისი შეწუხებაა.

როდესაც ორივე მხარე, ან მეტი კი ერთ აზრზე მაშინ შეიძლება “გარყვნილების ჰარმონიაც” წარმოიშვას :) ან “ჰარმონიული გარყვნილება” როგორც გინდათ :)

რჩევა :ბევრი დრო არ დაკარგოთ მაინც საკუთარ თვითშეფასებაზე ფიქრში, ან თუ დაიწყებთ შუა გზაში არ მიატოვოთ და ჩამოყალიბდით :)

September 8, 2011

თეთრი და შავი (შიშველი რეალობა)

Filed under: ნაწერები — ืნინია @ 15:13

არც ფსიქოლოგიური ტესტია.
არც გათამაშებული სცენა.
ოთხი კედლის სიძველე, რეალობის შეგრძნებას ამძაფრებს.
სიგარეტის ბოლი, დახურული ფანჯრები, შეჩვეული სუნთქვა.
ორი სილუეტი, მონოტონური ფეხის მოძრაობა,ძველი იატაკის
ჭრიალი.

კედები და „ქუსლოჩკები“.
პომადიანი და უპომადო ტუჩები.
წითელი და შავი ფრჩხილის ლაქი.
„სობრანიე“ და „ვინსტონი“, ლაითი.
გრძელი ქერა თმები და მოკლე შავი თმა.
თვალები – ერთნაირი, მიბნედილი და უმისამართო, დაღლილიც.
ერთი დაჟინებული მზერა.
არაფრის მთქმელი სიჩუმე, ფეხის მონოტონური მოძრაობა, ძველი
იატაკის ჭრიალი, ნერვები!

–- –——————————————————————————-

არ დაიღალე?
მიჩვეული ვარ.
ნუთუ არასოდეს გიფიქრია, რას ფიქრობენ „ესენი“ შენზე?
შენ რომ ფიქრობ კარგად ხარ?
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––—
არა, არ ხარ კარგად, მაგრამ „ამათ“ თვალში კარგი ქალი ხარ და
ეს არის მთელი შენი „ბედნიერება“.
და შენ ბედნიერი ხარ? (ღიმილი)
მე არ ვთამაშობ!
მე ბოზს მაინც არ მეძახიან.
მე არ ვარ ბოზი.
„ამათ“ თვალში ხარ! არ გაფიქრებს ეგ?
არა, არ ვფიქრობ. არა.. გატყუებ, თან მაგრად. ვფიქრობ და მაგ
დროს ცხვირის ნესტოები მეწვება ხოლმე…

–—————————————————————————-

ფეხების ბაკუნი.

რამდენი გყოლია?
ბევრი.
მაინც?
23. შენ?
მე 3… მგონი მართლა ბოზი ხარ. ყველა გახსოვს? სახეზე,
შეგრძნებები, სახელები, გვარები, სქესი ?
– არა, სახელები და გვარები ცუდად მახსოვს, სახეზე თითქმის
ყველას ვიცნობ. შეგრძნებები ერთი და იგივეა… სქესი? რა
მნიშვნელობა აქვს..
– როგორ შეგიძლია ასე მშვიდად ამაზე საუბარი?
– ტვინს რატომ მიტყნავ?

——————————————————————————-

პაუზა, სიჩუმე, ფეხების ბაკუნი, ძველი იატაკის ჭრიალი,
დაჟინებული მზერა.

– შენ რატომ გყავს საყვარელი?
– მე ქმარი არასდროს მყვარებია.
– ხომ ღალატობ? ატყუებ.. ოჯახი ფული არ არის. მგონი შენ
უფრო ხარ ბოზი. როგორ შეგიძლია კარგი ცოლის როლის
თამაში, ამ დროს ამასთან ჟიმაობა
– ტვინს რატომ მიტყნავ?

ფეხების ბაკუნი, დაჟინებული მზერა.

– მე სია მაინც არ მაქვს.. არც ყველასთან ვწვები, დარჩა ვინმე
ვისთანაც არაფერი გქონია?!
და.. გიყვარს ვინმე?
– კი, შენ!

სიჩუმე, ფეხების ბაკუნი, ძველი იატაკის ჭრიალი, დაჟინებული
მზერა.

July 30, 2011

ა’ბუმბულდი

რა არის ჰოსტელი? მოდი ავბუმბულდეთ, წავბუმბულდეთ და დავაგემოვნოთ.

ამბობენ ახალი დანა ყოველთვის უკეთ ჭრისო. ქართულ რეალობაში Boombully Beach Hostel სწორედ რომ გაჭრის. ახალი და ცინცხალი რამეა. სიქველს ყოველთვის ორიგინალი ჯობიაო, ამბობენ, ამიტომ წლების მერეც, თუ სხვა ჰოსტელები სოკოსავით აღმოცენდებიან, Boombully-ს თავისი ადგილი ექნება.

რატომ ჰოსტელი?

  • იმიტომ, რომ ჰოსტელი “ბევრი” სიამოვნებაა ნაკლებ ფასად.
  • ათავისუფლებს! ჰოსტელი სწორედ რომ ათავისუფლებს! ბუმბულივით ფარფატებ, ჰაერში გამოკიდებული მოლეკულა ხარ.
  • არ გეყოლება საცვლებში მქექავი “ბოროტი ხაზეიკა”, რომელიც საბანაო წყალსაც არ გიცხელებს ნორმალურად და ღამის 12 საათზე კარებს გიკეტავს.
  • დიდი ოჯახივითაა, აი ყველას რომ თავისი ხასიათი და ჭედვები აქვს. ფერადია, ბევრი ემოციაა, ბევრი ინტერესი, ბევრი ფლირტი, ბევრი ალკოჰოლი და ბევრი მხიარულება ახლად შეძენილ “ოჯახის წევრებთან”.
  • არ შეგეშინდეს ცუდი ხალხის და ცუდი სუნების. ჰოსტელში ვენტილაცია ყველაფერს ფილტრავს.
  • იმდენი ფული არ გაქვს რომ საზღვარგარეთ წახვიდე და უცხოელი მეგობრები გაიჩინო? არაუშავს! აქეთ ჩამოვლენ. ეს ხომ ჰოსტელია?!
  • უკომპლექსო და ავანტიურისტი ხარ? აყარე ხალხი და ითამაშეთ “თამაში გახდაზე”, უცხოებთან ორმაგი ადრენალინია.
  • ჰოსტელში უფრო მარტივად მოკრავ შიშველ სხეულს თვალს ამ დროს როცა სხვა შემთხვევაში მთელი რიგი მოქმედებები გჭირდება
  • oops..არ გქონია არასდროს public sex? შენ გაები ამ მახეში.
        მეათე მიზეზის დასაწერად კი სასწრაფოდ მჭირდება გა-ბუმ-ბუ-ლე-ბა!

July 20, 2011

ქალური ბედნიერება

რა არის ქალის ბედნიერებისთვის საჭირო?

!ოჯახი.. პროცენტულად ალბათ მეტი წილი ამ პასუხზე მოდის. ეს ხომ ერთი შეხედვით, სიყვარულის ზენიტია?

გყავს მოსიყვარულე ქმარი, რომელიც მთელი ცხოვრება გეყვარება, და მასაც ასევე. ნუ ყოველ შემთხვევაში,სულ თავიდან ეგრე გგონია. (რეალურად სიყვარული ფერს იცვლის) შვილი ან შვილები, რომლებსაც ზედ ყვები, ბევრ რამეს იკლებ შენთვის, რომ მათ არ მოაკლდეთ რამე. ბოლოს ან დაგიფასებს შთამომავლობა, ან არა. (ოჯახი ხომ ყველაზე დიდი ბიზნესია მსოფლიოში)

შუა ხნის ასაკში კი ვიზუალურად შეიძლება არც გავდე ქალს, მაგრამ მაინც ბედნიერი ხარ, იმიტომ რომ მარტო არ ხარ. ამავე დროს სოკოსავით აღმოცენებულ ქმრის ქალებსაც მოთმინებით იტან. ეს ხომ ოჯახია და ძნელია ერთი ხელის მოსმით დაშალო.. უფრო მეტიც, შეიძლება თვლიდე, რომ კაცებს აქვთ ცოტა  ” წაგულავების” უფლება.

სიბერეში კი ეს ” ნაგულავები” კაცი და შენ ზიხართ ბუხართან, არც თუ ისე უაზრო და ცოტაზე მეტად ბედნიერი ცხოვრების ანალისზს ახდენთ.  თვალწინ თუ შვილიშვილები თამაშობენ, ეს უკვე სრულყოფილებაა, აი აქ უკვე მზად ხარ თითქოს სხვა სიცოცხლის დასაწყებად.

უი და კიდევ!

შენ ხომ არსებობ?!  შენთვის ხომ ბედნიერება ფული და კარიერაა?

გაქვს საკუთარი მყუდრო ბინა, კარგი სამსახური, შენი ლამაზი მანქანით მოძრაობ. გყავს როგორიც მოგინდება ისეთი კაცი,  ასე გგონია თავი ქუდში გაქვს და მეტი არც არის საჭირო.

ამ დროს ზემოთ ხსენებულ ოჯახზე არც ფიქრობ და ზედმეტ ტვირთად მიგაჩნია.

წლები ისე გადის, ვერც გრძნობ.

40-ს მიაღწევ და ხვდები რომ უკვე გერხევა სადღაც, ან უფრო ადრეც..

სიმარტოვე მოდის და გჭამს, და ზუსტად იმ ზემოთ ხსენებული ოჯახის უტოპიური კადრები გაგირბის თვალწინ.

ეს უკვე შენი იდეალია.

შვილი! ყველაზე მეტი რაც გინდა..

50 წელს მიკაკუნებული, მიდიხარ ბავშვთა სახლში, დათრგუნული და მომავლის მაძიებელი.

უკეთეს შემთხვევაში, ამ დროს ნაგვიანევი ქმარიც გყავს და ორივენი მიდიხართ.

აი მერე კი, შვილს, საშუალოდ 15-20 წლის ასაკში ეთხოვები და შენი ბედნიერებაც აქ მთავრდება.

უბედურებიც ხომ არსებობენ? რომლებიც დღენიადაგ წუწუნებენ, რომ არ აქვთ კარგი სამსახური, უვარგისი ქმარი ყავთ, ბოიფრენდი აღარ მოსწონთ ძველებურად, ფულიანი საყვარელი უნდათ. ანდა მთელი ცხოვრება სიყვარულს ეძებენ და ვერ პოულობენ.

გამონაკლისებიც? კი არიან ეგეთებიც.. მაგრამ ირონიაა, მაინც ყველგან ფული და კაცი ფიგურირებს. არა?)

არის ეგეთი მოსაზრება, რომ ქალის სიძლიერეს, მამაკაცთან სიახლოვე განაპირობებს. მარტო კი უსუსური არსებაა.

მე არ ვიზიარებ, არა და არა !

ქალები გაცილებით ძლიერები არიან, ვიდრე კაცები. უბრალოდ ყველა ვერ ახერხებს ამ ძალის აღმოჩენას და მერე რეალიზებას. თუმცა ამ სიტყვებით არ გამოვრიცხავ ქალის გვერდით კაცის თანაარსებობას.

უბრალოდ ყოველი ფეილის დროს, იმედის თვალი არ უნდა მიაპყრო კაცისკენ და მარტო უნდა ეცადო წამოდგომა ან ამაში ნამდვილი მეგობარი(მეგობრები) დაგეხმარებიან. არსებობენ ეგეთებიც..

 

იმჰო : ქალის ბედნიერებაში დიდი წვლილი შეაქვს მეგობრობას, ურთიერთობას და აზრების გაზიარებას. (ვგულისხმობ მეგობარ ქალებს)

არ დაგავიწყდეთ “ზომიერება”

 

 

და უბრალოდ ვეცადოთ, რომ საკუთარ გულში ბედნიერების სურვილი ვიპოვოთ.

და ალაბთ ოქროს შუალედიც გამოჩნდება.

 

 

 

July 16, 2011

პროსტიტუცია, როგორც პროფესია

რა არის სხეულით ვაჭრობა? რატომ ვეძახით მას პროსტიტუციას?(ლათ. – prostitutis – შერცხვენა, წაბილწვა)

სხეულის ვაჭრობა მხოლოდ სექსში ფულის გადახდაა? მუშაც ხომ თავის სხეულს და ფიზიკურ შესაძლებლობას აქირავებს ფულის სანაცვლოდ?  ამ ლოგიკით, უამრავი ადამიანი ვაჭრობს სხეულით, ვიდრე უბრალოდ მეძავები.

შევეშვები ამას, ვთვლი რომ ეს ყველაზე დამამცირებელი რამ არის ქალისთვის, ჩემი გადმოსახედიდან და ბევრჯერ მიფიქრია, თუ რამ უნდა გაიძულოს, ან რატომ უნდა მოგინდეს ამის გაკეთება?

საერთოდაც, მეძავებად ხომ არ იბადებიან?

ხშირად ვაგზალზე გავლის დროს ვხედავ მათ, მიჩვეულები არიან და ის სირხვილის გრძნობა აღარ აქვთ, რაც ადრე ქონდათ ალბათ.. ხო აღარ აქვთ, უტიფრად იყურებიან თვალებში, თითქოს თავდაცვის ეს ინსტინქტი აქვთ შემუშავებული.

კიდევ, ბევრი კატეგორიაა “ბოზების” ხომ? ლამაზები, ძვირადღირებულები, დაჟე მუნჯებიც.. ყველას თავისი მუშტარი ყავს .

ჰო კიდევ, საზოგადოების ნაწილი თავისუფალი სექსუალური ცხოვრების მქონე ქალებს, “მეძავებად” მიიჩნევს და ნათლავს, ანუ იმ ხალხზე მაქვს საუბარი ვინც ამაში ფულს არ იღებენ. უბრალოდ საკუთარი სიამოვნებისთვის, სასურველ პარტნიორს ირჩევენ. ესეც პროსტიტუციაა და ზემოთ ხსენებულიც?

ის კი არა, თავის დროზე სიგარეტის მოწევაც “ბოზობა” იყო : )

ამ კატეგორიაში გაყავთ ნიმფომანი ქალების რიცხვი, რომლებთაც ავადმყოფურად უმძლავრდებათ სექსუალური მოთხოვნილებები, ახასიათებთ უზომოდ ხშირი ცვლა პარტნიორების. ამასაც ალბათ ყველა მეძავობად მიიჩნევს, არავინ განიხილავს როგორც დაავადებას და ბევრმა არც იცის სიტყვის მნიშვნელობა.

ყველა დამეთანხმება იმაში, რომ ქალისთვის სექსულაური პარტნიორების ხშირი ცვლა, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად დამღუპველია.

იგივე სინდრომი კაცებსაც ახასიათებთ, სატირიზმს ეძახიან, მაგრამ რატომღაც ქალების ეს ქცევა უფრო თვალში საცემია, როგორც ყოველთვის.

საბოლოოდ ღმერთმა უწყის, თუ რა არის ნამდვილად სხეულით ვაჭრობა : )

მაგრამ ფაქტია რომ აღნიშნულით  ხალხი მდიდრდება, მსოფლიოში ხომ პროსტიტუსიის  ბევრი ბაზარი არსებობს, თავისი ტრეფიკინგით და ნებაყოფლობითი მეძავობით. ზოგ ქვეყანაში ლეგალიზებულიცაა.  ტაილანდი(ლეგალიზაციის კანონზე დღესაც მუშაობენ) ამით შოულობს ფულს და იზიდავს ტურისტებს, იქ ეს არავის უკვირს და დამშეული მამრებისთვის საუკეთესო დასასვენებელი ადგილია. (ნუ თუ ბარის მენეჯერმა ქალის მაგივრად შიმეილი თუ არ შემოგაპარა :დ)

მოკლედ ასე თუ ისე, ამ უძველეს პროფესიას ახლაც არ ანებებენ თავს, ჩვენთან კი უბრალოდ კრიტერიუმები ირევა.(სამწუხაროდ)

მე უფრო ფულზე მოვაჭრე ქალების ფსიქოლოგია მაინტერესებს და მომავალში იმედია ვრცელი ინფორმაციით ან თუნდაც ინტერვიუთი დაგიბრუნდებით.

თქვენ კი,გეხვეწებით ნუ აურევთ პროსტიტუციას,  ქალის თავისუფალ არჩევანში.

July 15, 2011

USE ME (c) condom

რატომ არიდებთ კონტრაცეფციაზე საუბარს თავს? რატომ უტყდებათ სიტყვა “პრეზერვატივი”? ამ დროს თითქმის ყველა იყენებს, თუ არ იყენებს იცის, რომ ძალიან მნიშვნელოვანი რამეა.

ისევ ტაბუ ადევს ამ თემას? რეალურად როგორ ხდება? ეს ხომ ის თემაა, რაზეც კულუარებში ხშირად საუბრობენ.

და საერთოდ ამდენ ვენერიულ დაავადებას და არასასუარველ ორსულობას, არ ჯობია ხალხმა თავის დაცვა დაიწყოს და აფთიაქში არ უტყდებოდეს რეზინის ყიდვა?

ვიღაცა გამოდგება ახლა და ჩემზე იტყვის, ახალგაზრდებს რყვნისოოო, ჰო ჰო..

უჩემოდ არ ირყვნებით? ან რატომ არის ეს გარყვნილება?

ყველაფერი, რომ წესით და რიგით ხდებოდეს არ დავიკავებდით აბორტებში მოწინავე ადგილს, არ იქნებოდა ამდენი შიდსიანი, ნაკლებ ბავშვს მოკლავდნენ დედები და გინეკოლოგები ვეღარ იშოვიდნენ სისხლიან ფულს.

სრულიად უწყინარ რამეზეა საუბარი, ეს ხომ რამდენიმე გრამს იწონის და არ ყარს,არც არაფერი,პირიქით გიცავს.

არ არის აუცილებელი დღეს და ხვალ გქონდეს სექსი, უბრალოდ მომავლისთვის იყიდე და  გეგდოს სადმე, შენი რა მიდის?)

განსაკუთრებით ბიჭები, რომლებიც ამბობენ რომ ყველაფერი “ნატურალური” უყვართ, ურჩევნიათ და არ ხმარობენ მაგ “უბედურებას”

ერთ დღესაც დავირუსდებით ან უკანონო შვილის მამა გახდებით!

მოდით თქვენც მოუხმეთ ჭკუას, აიცილეთ პრობლემები და ააცილეთ სხვებს. ეს ხომ მხოლოდ უწყინარი რამდენიმე გრამია?

და გოგონებო, “აიძულეთ” ქმრები, შეყვარებულები დაგიჯერონ.

ნუ ხართ ჯიუტები და ნუ ეძებთ ხიფათს, როცა გაცილებით მარტივი და ხანგრძლივია სიამოვნება, ვიდრე რამდენიმე წუთი: )

თანადგომა ქალებს (!)

შარშან აგვისტოში,სულიერი რეაბილიტაციისთვის ვიყავი შოვში,სხვა რელიგიის მქონე ქალებთან ერთად.პროგრამა ითვალისწინებდა.ქალების სულიერ დასვენებას,მატერიალური სამყაროდან მოწყვეტას.სეირნობებს,სემინარებს და დისკუსიებს.

ერთი შეხედვით მომხიბლველ წინადადებას,დიდი ხნის ფიქრის შემდეგ დავთანხმდი.მეტი რა მინდოდა,დაძაბულ პირად ცხოვრებას,საოცნებო ადგილას გავერიდებოდი ერთი კვირით.(მანამდე არ ვყოფილვარ)

ნუ,მოკლედ.ეს პროგრამა აღმოჩნდა პროტესტანტული ეკლესიის სააგიტაციო კვირეული,რომლებიც ქალების პრობლემებიდან გადიოდნენ მთავარ მიზნამდე,უფრო მეტი ქალი მოექციათ.

რა შემძინა ამ პროგრამამ?საკუთარი თავის რწმენა.: )მართალია პროტესტანტი არ გავხდი,მაგრამ ჩემში მიმალული დიდი ხნის სურვილი გააღვიძა.(ქვემოთ დავწერ) : ))

კიდევ რა შემძინა?ამერიკელი მეგობარი ქალი,ქეროლაინი,რომელიც თვით სიმშვიდის განსახიერებაა,თბილი აურით სავსე და კიდევ დანარჩენი ჯგუფის წევრები,რომლებთანაც მეტ-ნაკლებად ვურთიერთობ.

პ.ს ზოგადად,სასტიკად არ ვეთანხმები ადამიანის პრობლემებით მანიპულირებას,რელიგიური მიზნებისთვის.

დასკვნა : არც ისე ცუდი 6 დღე იყო :)

თუ რატომ მოვყევი ამ წინასიტყვაობას.არსებობენ ქალთა ფონდები,რომლებიც ასე თუ ისე გვერდში უდგანან დაუცველ ქალებს.

ამ საუკუნეში,თითქოს ქალის როლმა იმატა..მაგრამ სამწუხაროდ,ჩვენს რეალოაბაში უამრავი,დაჩაგრული ქალია,რომელსაც არავინ ყავს გვერდში მდგომი.

მე მაინც მივცემ მიმართულებას,თუ როგორ ქალებზე მინდა აქცენტის გაკეთება და პროექტის  შექმნა.

ჯერ  არ გამიგია,თბილისში იყოს “ქალთ ანონიმური კლუბი”.თუ ანონიმური იმიტომ არის,რომ ჩემნაირმა დაინტერესებულმა პირებმა ვერ გაიგონ?: ))))

რამოდენიმე ფონდის პროგრამებს გადავხედე და ვერსად მივაგენი მსგავს რამეს.

მეტი ინფორმაციისთვის,შემდეგი პრობლემების მქონე ქალები :

1.ძალადობის,ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ქალები.

2.სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ქალები.

3.ალკოჰოლიკები.

4.მსუბუქი ყოფაქცევის ქალები.

5.აბორტ გადატანილი ქალები.

6.ნარკომანები.

7.მარტოსული,მელანქოლიკი ქალები.

ეს ზოგადი მონახაზი,თორემ ქალებისპრობლემებს და სატკივარს რა დალევს.

მსგავსი პრობლემების ქალებმა,ხომ შეიძლება მოიპოვონ სიმშივიდე და გაუმარტივდეთ ცხოვრება?ქონდეთ ახალი და თანაბარუფლებიანი ურთიერთობები.არ იგრძნონ თავი გარიყულებად და დაუბრუნდეთ თავისუფლების შეგრძნება.

იმაზე საუბარს არ დავიწყებ,თუ რაოდენ მნიშვნელოვანია თანადგომა,გამხნევება,როცა ქალი პრობლემების ზღვაშია.იმიტომ რომ ყველამ კარგად ვიცით. და ვინც არ იცის,ალბათ არასოდეს უგრძვნია ის გასაჭირი,რაც ზემოთ აღნიშნულებს ქონიათ და აქვთ.

აქვე მინდა აღვნიშნო,რომ ამ პროექტს არავითარ შემთხვევაში არ ექნება რელიგიური დატვირთვა!(თუ განხორციელდა რა თქმა უნდა:)

პ.ს თუ ვინმე უფრო ჩახედული ხართ ამ სფეროში,კონსულტაციაზე და დახმარებაზე არ ვიტყვი უარს არანაირად : ))

June 30, 2009

შვილის გაზრდა-აღზრდა

Filed under: Uncategorized — ืნინია @ 15:13

საკუთარ თავს შევატყვე,რომ საკმაოდ დიდ დროს ვუთმობ იმაზე ფიქრს თუ როგრ შეიძლება გაზარდო შვილი..და დავასკვენი,რომ ძალიან რთული რამეა იყო დედა და არ გტკიოდეს დედობა..

პირველ რიგში ალბათ იმას გავითვალისწინებ რაც მე მაკლია და მაკლდა დედისგან,ვიქნები გაცილებით ყურადღბიანი ვიდრე დედაჩემია.

ეს ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია : ყურადღბა

ვთვლი,რომ ძალიან ადვილია ჩვილი ბავშვის მოვლა..

თუ რა თქმა უნდა წინასწარ შეემზადები ამისთვის,ისეც არ უნდა მოხდეს რომ ბავშვი ბანაობა დამოუკიდელად ვერ მოახერხო..

ამ პერიოდში ბავშვის ჯანმრთელობის გარდა თითქმის არაფერი გაბარია :)

თითქმის.. უბრალოდ კიდევ მთავარია, მშვიდი გარემო :)

აყალ-,აყალში ჩვილსაც შეუძლია დაუზიანდეს ფსიქიკა..

2-3 წლიდან კი უკვე სხვა პერიოდია,ფეხადგმული,მოლაპარაკე სუბიექტი : )

ამ ასაკში ბავშვი ყველაფერს ბუნდოვნად აღიქვამს(საკუთარ გამოცდილება).

მეხსიერებაც ამ ასაკიდან მოდის ზოგ შემთხვევაში,მე 3 წლის ასაკში რაც მოხდა რაღაც-რაღაცეები მახსოვს..

ამ ასაკიდან,უნდა ვიფიქროთ დისციპლინაზე

ჩემი აზრით,ბავშვი არ უნდა გავათამამო,მაგრამ გადამეტებული სიმკაცრეც არ შეიძლება,აი  ოქროს შუალედის პოვნა კი საკმაოდ რთულია..

დაახლოებით 5 წლის ასაკიდან,ბავშვს უჩნდება ინტერესი,ყველაფრის მიმართ რაც მის ირგვლივაა

თავს იჩენს,პატარა სექსუალური ინსტიქტები,რომელიც გამოიხატება იმიტაციით..დანახულის ბაღში,ან თუნდაც მეზობლის ბავშვთან გამეორება.

არის აგრესიის მომენტიც,რომელიც იგივე იმიტაციით გამოიხატება

ამ ყველაფრისთვის კიდევ თავის არიდება რთულია..ან საჭიროა კი ავარიდოთ ამ ყველაფერს თავი?

ნორმალურია როცა პატარას უყალიბდება სექსუალური ფანტაზია?

შემდეგი ასაკი,უკვე მეტ სირთულეებს მოიცავს და ტვინის ნამდვილი ჭყლეტაა,რადგან უნდა ჩმოაყალიბო ერთი სრულყოფილი ადამიანი..

ამისათვის საჭიროა ნორმალური სამეგობრო წრე,უშუალო ურთიერთობა შვილთან,არ უნდა ქონდეს მას გაუცხოების მომენტი..თუმცა მშობლის რიდი აუცილებლად უნდა ქონდეს,რიდი და არა შიში..

უნდა მივცეთ გარკვეულწილად თავისუფლება,თვითრეალიზაციის საშუალება,უნდა შევაჩვიოთ დამოუკიდებლობას.

არ უნდა დაიწყოს სექსუალური ცხოვრება (სასურველია) 18 წლამდე,გოგომ მით უმეტეს..

ზედმეტად არ უნდა ავუკრძლოთ,რაც თვითონ უნდა ის..მთავარია საერთო ენა გამოინახოს დედა-შვილს შორის.

ამ ყველაფერზე,რომ ვფიქრობ,დედობის სურვილი წლებით იწევს წინ..იმიტომ რომ ცოტა არ იყოს მეშინია,დედობას ალბათ თავისი ასაკი უნდა,21 წლის გოგო მართლა ვერ იქნება კარგი დედა ასე მგონია.. : )

Next Page »

Theme: Rubric. Blog at WordPress.com.

Follow

Get every new post delivered to your Inbox.